გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა დავით კარგარეთელმა გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიის შემუშავების ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გამართა — Cnoba
რეგიონალური სიახლეები
სიახლე
17 Mar 2026, 13:12
შეხვედრაზე განიხილეს მუნიციპალიტეტის განვითარების პრიორიტეტები, არსებული გამოწვევები და ის სტრატეგიული მიზნები, რომლებიც მომდევნო წლებში სოციალურ-ეკონომიკურ პროგრესს უნდა უზრუნველყოს. მერის თქმით, მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვანია დოკუმენტის სრულყოფისთვის, რათა საბოლოო გეგმა იყოს შედეგზე ორიენტირებული და მაქსიმალურად მოერგოს მოსახლეობის საჭიროებებს. შეხვედრას ესწრებოდნენ მერის მოადგილეები რამაზ ბუდაღაშვილი, შალვა გურულიშვილი, ფუად მირზოევი, ასევე საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე სამირ ხიალოვი და სამუშაო...
შეხვედრაზე განიხილეს მუნიციპალიტეტის განვითარების პრიორიტეტები, არსებული გამოწვევები და ის სტრატეგიული მიზნები, რომლებიც მომდევნო წლებში სოციალურ-ეკონომიკურ პროგრესს უნდა უზრუნველყოს.
მერის თქმით, მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვანია დოკუმენტის სრულყოფისთვის, რათა საბოლოო გეგმა იყოს შედეგზე ორიენტირებული და მაქსიმალურად მოერგოს მოსახლეობის საჭიროებებს.
შეხვედრას ესწრებოდნენ მერის მოადგილეები რამაზ ბუდაღაშვილი, შალვა გურულიშვილი, ფუად მირზოევი, ასევე საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე სამირ ხიალოვი და სამუშაო ჯგუფის წევრები.