knews.ge
რეგიონებში B და C ჰეპატიტის, აივ ინფექციის და სხვა დაავადებების უფასო სკრინინგი იწყება
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა რეგიონებში, ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა მიმართულების სკრინინგი დაიწყო.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მოქალაქეები სრულიად უფასოდ ჩაიტარებენ: ინფექციური დაავადებების (B და C ჰეპატიტის, აივ ინფექციის), ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგს, ასევე – არაგადამდები დაავადებების პრევენციულ გამოკვლევებს.
კამპანიის მიზანი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, დაავადების ადრეული გამოვლენა და პრევენციული ღონისძიებების გაძლიერებაა.
სკრინინგის შედეგად გამოვლენილი დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა სახელმწიფოს სხვადასხვა პროგრამით ფინანსდება. კიბოს ადრეული გამოვლენისა და მართვის ეროვნული პროგრამები უზრუნველყოფს როგორც გამოკვლევებს, ისე – მკურნალობის დაფინანსებას.
არაგადამდები დაავადებების კონტროლი ხელმისაწვდომია პირველადი ჯანდაცვის დონეზე,
ხოლო ინფექციური დაავადებების (B და C ჰეპატიტისა და აივ ინფექციის) დიაგნოსტიკა და მკურნალობა, სრულად ან ნაწილობრივ, ფინანსდება სახელმწიფო პროგრამებით, რაც უზრუნველყოფს მოსახლეობის ფართო წვდომას საჭირო სერვისებზე.
დეტალური ინფორმაცია, კონკრეტული ქალაქებისა და თარიღების შესახებ, იხილეთ ბმულზე: https://shorturl.at/4mXXV
The post რეგიონებში B და C ჰეპატიტის, აივ ინფექციის და სხვა დაავადებების უფასო სკრინინგი იწყება appeared first on knews.ge.