მანქანის ტროტუარზე გაჩერება სანქციებს დაექვემდებარება — Cnoba
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შეტანილი ცვლილებებით, რომელსაც პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა, მძღოლებს ახალი სანქციები დაეკისრებათ. კანონპროექტით, სამართალდარღვევათა კოდექსს ემატება ნორმები, რომელთა საფუძველზეც განისაზღვრება პასუხისმგებლობა ისეთი სამართალდარღვევებისთვის, როგორიცაა: სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე ან ქვეითთა გადასასვლელზე დგომა-გაჩერება; გზის სავალი ნაწილის საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის განკუთვნილ სპეციალურ ზოლში („BUS LANE“) სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების გარდა, სხვა სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა. ტროტუარზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის დადგინდება ჯარიმა 200 ლარი, აგრეთვე დამრღვევს მართვის მოწმობაზე შეუმცირდება 30 ქულა; როგორც შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე აცხადებს, 2025 წლის განმავლობაში საქართველოში 469 ადამიანი გარდაიცვალა ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად, დაშავდა… The post მანქანის ტროტუარზე გაჩერება სანქციებს დაექვემდებარება appeared first on მედ…