სააგენტო "პარალელი"
“ბატონო ირაკლი, ეს არის თქვენი სამართლიანობა?” – ტელეკომპანია “თრიალეთი”
ტელეკომპანია “თრიალეთი”-ის მიმართვა მთავრობის მეთაურის ირაკლი კობახიძისადმი:
“ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში, დებატების დროს, თქვენ განაცხადეთ, რომ “რუსთავი 2”-ს მიმდინარე საგადასახადო დავალიანება არა აქვს და რომ არიან ტელევიზიები, რომლებსაც მიმდინარე საგადასახადო დავალიანება აქვთ.
თქვენ ამბობთ, ეს რომ ყოფილიყო პოლიტიკური კორუფცია, ამ შემთხვევაში ხელისუფლება ერთ ტელევიზიას მიანიჭებდა უპირატესობას, მეორეს საზიანოდ.
აცხადებთ, რომ საქმე პირიქით არის და კონკრეტულ ტელევიზიას, რომელიც თითქოს “პირდაპირ მტრულ საქმიანობას ეწევა სამშობლოს წინააღმდეგ, აქვს მიმდინარე დავალიანებები“. http://www.myvideo.ge/tv/rustavi2hqnew/2026-03-16/22:50:35
ამ განცხადებასთან დაკავშირებით გვინდა მკაფიოდ განვაცხადოთ:
ტელეკომპანია “თრიალეთი” 2021 წლიდან სრულად და დროულად იხდის გადასახადებს და მიმდინარე საგადასახადო დავალიანება არ გააჩნია.
რაც შეეხება ძველ დავალიანებას – ის დაახლოებით 40-ჯერ ნაკლებია, ვიდრე ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის დავალიანება.
ამ ფონზე სრულიად გაუგებარია:
• რატომ მიანიჭეთ უპირატესობა “რუსთავი 2”-ს;
• რატომ დაუდეთ ინკასო მხოლოდ ტელეკომპანია “თრიალეთს”;
• რატომ აჭრით მთლიან შემოსავალს რეგიონულ ტელევიზიას და ფაქტობრივად მიგყავთ იგი დახურვამდე.
“რუსთავი 2”-ის წამყვანმა იმავე ეთერში განაცხადა, რომ მათ სახელმწიფო ვალის რესტრუქტურიზაცია გაუკეთდათ და ისინი ვალს ყოველთვიურად ნაწილ-ნაწილ იხდიან. http://www.myvideo.ge/tv/rustavi2hqnew/2026-03-16/22:28:23
მაშინ ჩნდება სრულიად ლოგიკური კითხვა:
რატომ მოხდა “რუსთავი 2”-ის დავალიანების რესტრუქტურიზაცია დაფარულად?
რატომ არ მოგვეცა საშუალება და რატომ დარჩა უპასუხოდ, ჩვენი არაერთი ოფიციალური თხოვნა, ვალის რესტრუქტურიზაციის, საგადასახადო შეთანხმების ან გადავადების შესახებ?
დღეს ხელისუფლება ბოლო კაპიკამდე გვართმევს შემოსავალს, თანამშრომლებს ტოვებს უხელფასოდ, და პრაქტიკულად ანადგურებს 36 წლის ისტორიის მქონე რეგიონულ ტელევიზიას!
ბატონო ირაკლი, ეს არის თქვენი სამართლიანობა?” – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
“ბატონო ირაკლი, ეს არის თქვენი სამართლიანობა?” – ტელეკომპანია “თრიალეთი”
პარალელი