
გუშინ დაახლოებით შუადღეს გაჩნდა პრობლემა, სატურაციის ვარდნა იყო, იყო გარკვეული პარამეტრები, რომლებიც მოითხოვდა გარკვეულ ჩარევას.
მიიღეს მკურნალმა ექიმებმა გადაწყვეტილება, გადაეყვანათ სატურაციასთან დაკავშირებული პრობლემების ირგვლივ ჩაფიძის კლინიკაში. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ჰემოგლობინთან დაკავშირებული პრობლემებიც აღმოჩნდა, ჰემოგლობინმა მიანიშნა ექიმებს, რომ შეიძლება, ადგილი ჰქონოდა სისხლის კარგვას, რომელიც შეიძლება იმ წუთას მიმდინარეობდა უსიმპტომოდ.
მოგვიანებით ეს ფარული სისხლდენა რაღაცნაირად გამოაშკარავდა და დაუყოვნებლივ, პრაქტიკულად როგორც კი ეს გამოაშკარავდა, წუთებში მიღებული იქნა გადაწყვეტილება პოლიპროფილურ დაწესებულებაში გადმოყვანაზე, ეს იყო დაახლოებით ღამის ორი საათი.
აქაც დაუყოვნებლივ, პრაქტიკულად წიუთებში იქნა მიღებული გადაწყვეტილება იმ სამედიცინო მანიპულაციების განხორციელების, რაც განხორციელდა, რამაც წარმატებულად ჩაიარა, რადგან მოხდა განეიტრალება კუჭში არსებული იმ კერისა, საიდანაც მომდინარეობდა სისხლის დაკარგვა.