ბოლნისის მერი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო — Cnoba

რეგიონალური სიახლეები სიახლე 18 Mar 2026, 04:06

,,ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის გარდაცვალების გამო. მისი გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ სრულიად მართლმადიდებელი სამყაროსთვის. მისი მოღვაწეობრივი ცხოვრება სამაგალითოა თითოეული ჩვენგანისთვის. საქართველოს უახლეს ისტორიაში პოლიტიკური ძნელბედობის ჟამს, როდესაც სამღვდელოებაც კი იდევნებოდა, ილია II-მ უდიდესი სულიერი სიმტკიცე გამოიჩინა და სწორედ...

,,ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის გარდაცვალების გამო.

მისი გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ სრულიად მართლმადიდებელი სამყაროსთვის. მისი მოღვაწეობრივი ცხოვრება სამაგალითოა თითოეული ჩვენგანისთვის. საქართველოს უახლეს ისტორიაში პოლიტიკური ძნელბედობის ჟამს, როდესაც სამღვდელოებაც კი იდევნებოდა, ილია II-მ უდიდესი სულიერი სიმტკიცე გამოიჩინა და სწორედ მაშინ წარუძღვა ჯვრითა და უდიდესი რწმენით ქართველ ერს. მის სახელს უკავშირდება სხვადასხვა ეპარქიაში რწმენის გაძლიერება, თბილისის სასულიერო სემინარიისა და აკადემიის დაარსება, ტაძრების აღმშენებლობა, ასევე, მისი თაოსნობით არაერთი ეკლესია-მონასტერი აღდგა.

მთელი გულით თანავუგრძნობ სრულიად საქართველოსა და მთელს საქრისტიანოს უწმინდესის გარდაცვალებას!”- წერს სამძიმრის წერილში ბოლნისის მერი ზამურ ჭითანავა.

.


რელევანტური