“ბოდიშს ვუხდი ქართველ ხალხს…” _ ხვიჩა კვარაცხელია — Cnoba

GuriaNews სიახლე 18 Mar 2026, 05:16

ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის შემ­დეგ ეტაპ­ზე ითა­მა­შებს. პსჟ-მ ლონ­დო­ნის ჩელ­სი სტუმ­რა­დაც და­ა­მარ­ცხა. პა­რი­ზე­ლებ­მა ორი მატ­ჩის ჯაშ­ში 8-2 მო­ი­გეს. მატ­ჩი­სას “კვა­რამ” გოლი მე­ექ­ვსე წუთ­ზე გა­ი­ტა­ნა. ხვიჩა ემოციურად მინდორზე მუხლებით გასრიალდა, რასაც საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. საზოგადოების გარკვეული ნაწილი წერდა, რომ იმ დროს, როცა ერი გლოვობს მის სულიერ მამას, ხვიჩას ასეთი ჟესტი მიუღებელია. კვარაცხელიას კომენტარს GEO […] The post “ბოდიშს ვუხდი ქართველ ხალხს…” _ ხვიჩა კვარაცხელია appeared first on გურია ნიუსი.

ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის შემ­დეგ ეტაპ­ზე ითა­მა­შებს. პსჟ-მ ლონ­დო­ნის ჩელ­სი სტუმ­რა­დაც და­ა­მარ­ცხა. პა­რი­ზე­ლებ­მა ორი მატ­ჩის ჯაშ­ში 8-2 მო­ი­გეს. მატ­ჩი­სას “კვა­რამ” გოლი მე­ექ­ვსე წუთ­ზე გა­ი­ტა­ნა. ხვიჩა ემოციურად მინდორზე მუხლებით გასრიალდა, რასაც საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა.

საზოგადოების გარკვეული ნაწილი წერდა, რომ იმ დროს, როცა ერი გლოვობს მის სულიერ მამას, ხვიჩას ასეთი ჟესტი მიუღებელია. კვარაცხელიას კომენტარს GEO TEAM ავ­რცე­ლებს.

“არ მინ­დო­და მუხ­ლებ­ზე გას­რი­ა­ლე­ბა, მაგ­რამ იმ­დე­ნად ემო­ცი­უ­რად ვი­ყა­ვი… ბო­დიშს ვუხ­დი ქარ­თველ ხალ­ხს, ემო­ცია ვერ გა­ვა­კონ­ტრო­ლე. გა­მახ­სენ­და, რაც ხდე­ბო­და და ძა­ლი­ან ვი­ნერ­ვი­უ­ლე, უმ­ძი­მე­სი დღეა… ჩვე­ნი სუ­ლი­ე­რი მამა იყო”, – ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ამ ილია მე­ო­რე­ზე სა­უბ­რის დროს ცრემ­ლე­ბი ვერ შე­ი­კა­ვა. 

სა­ქარ­თვე­ლო­ში გლო­ვა გა­მო­ცხად­და. სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ცნო­ბით, მთავ­რო­ბის გან­კარ­გუ­ლე­ბით, ქვეყ­ნის მას­შტა­ბით ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ შე­ნო­ბებ­ზე სა­ხელ­მწი­ფო დრო­შე­ბი და­ეშ­ვე­ბა.

ცნო­ბის­თვის, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი, უწ­მინ­დე­სი და უნე­ტა­რე­სი ილია II 93 წლის ასაკ­ში გუშინ გარ­და­იც­ვა­ლა.
ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა კავ­კა­სი­ის მე­დი­ცი­ნის ცენ­ტრში პატრიარქის თანამოსაყდრემ, მე­უ­ფე შიომ გა­ა­კე­თა.

The post “ბოდიშს ვუხდი ქართველ ხალხს…” _ ხვიჩა კვარაცხელია appeared first on გურია ნიუსი.


რელევანტური