შეიქმნება დამკრძალავი კომისია სახელმწიფოსთან ერთად და ყველა დეტალის შეახებ ხვალ გახდება ცნობილი, – განუცხადა საპატრიარქოსთან შეკრებილ ჟურნალისტებს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
„შედგება სინოდის სხდომა 14:00 საათზე და გავაცხადებთ დაკრძალვის დეტალებს. ხვალვე გადავასვენებთ პატრიარქს სამების საკათედრო ტაძარში. იქ იქნება პანაშვიდები. საპატრიარქოში ხვალ პანაშვიდები არ იგეგმება. შეიქმნება დამკრძალავი კომისია სახელმწიფოსთან ერთად და ყველა დეტალის შესახებ ხვალ გახდება ცნობილი“, – აღნიშნა ჯაღმაიძემ.
The post ანდრია ჯაღმაიძე: შეიქმნება დამკრძალავი კომისია სახელმწიფოსთან ერთად და პატრიარქის დაკრძალის ყველა დეტალის შესახებ ხვალ გახდება ცნობილი appeared first on .