უკრაინის მიტროპოლიტი – „ილია II განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო მთელი მართლმადიდებლური სამყაროსთვის“ — Cnoba
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოხატავს და მართლმადიდებლურ ეკლესიასა და ქართველ ხალხს უსამძიმრებს. „მწუხარებითა და თანაგრძნობით მივიღე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის გარდაცვალების ამბავი, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვრის, სულიერი ლიდერის, რომელმაც ცხოვრება ღმერთის, ეკლესიისა და ქართველი ხალხის მსახურებას მიუძღვნა“, – აღნიშნულია სამძიმრის წერილში. კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე აცხადებს, რომ ილია II, მსახურების მრავალი ათწლეულის განმავლობაში, მრავალი მორწმუნის სულიერი წინამძღოლი იყო და ცდილობდა რწმენის განმტკიცებას, ქრისტიანული ტრადიციების შენარჩუნებას და საზოგადოების სულიერ განახლებას სახელმწიფო ათეიზმის წლების შემდეგ. „ჩვენთვის ასევე დასამახსოვრებელია,… The post უკრაინის მიტროპოლიტი – „ილია II განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო მთელი მართლმადიდებლური სამყაროსთვის“ appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.