ახმეტაში პოლიციამ 70 წლამდე კაცი ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ძალადობის, გაუპატიურებისა და მუქარის ბრალდებით დააკავა — Cnoba

Knews სიახლე 18 Mar 2026, 07:16

knews.ge ახმეტაში პოლიციამ 70 წლამდე კაცი ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ძალადობის, გაუპატიურებისა და მუქარის ბრალდებით დააკავა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახმეტის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1959 წელს დაბადებული რ.მ. წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის The post ახმეტაში პოლიციამ 70 წლამდე კაცი ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ძალადობის, გაუპატიურებისა და მუქარის ბრალდებით დააკავა appeared first on knews.ge.

knews.ge
ახმეტაში პოლიციამ 70 წლამდე კაცი ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ძალადობის, გაუპატიურებისა და მუქარის ბრალდებით დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახმეტის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1959 წელს დაბადებული რ.მ. წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობის, გაუპატიურებისა და მუქარის ბრალდებით დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ახმეტის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ოჯახის არასრულწლოვან წევრთან – 2012 წელს დაბადებულ ნ.ჩ-სთან მისი ნების საწინააღმდეგოდ რამდენჯერმე ძალის გამოყენებით სქესობრივი კავშირი დაამყარა და ცივი იარაღით სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.

შსს-ის განმარტებით, ასევე, დადგინდა, რომ ბრალდებული ნ.ჩ-ს ფიზიკურად სისტემატურად უსწორდებოდა.

„სამართალდამცველებმა კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად რ.მ. ბრალდებულის სახით დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე, 11 პრიმა 126 -ე, 11 პრიმა 151 -ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

The post ახმეტაში პოლიციამ 70 წლამდე კაცი ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ძალადობის, გაუპატიურებისა და მუქარის ბრალდებით დააკავა appeared first on knews.ge.


რელევანტური