საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს — Cnoba

MegaTV სიახლე 18 Mar 2026, 10:12

საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს. სხდომაზე სინოდის წევრები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვის დეტალებზე იმსჯელებენ. დაზუსტდება, როდის და სად დაიკრძალება ილია მეორე. სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ, ილია მეორეს სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ. საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებიც. საპატრიარქოში მივიდა კულტურის მინისტრი, თინათინ რუხაძეც. ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში […]

საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს. სხდომაზე სინოდის წევრები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვის დეტალებზე იმსჯელებენ. დაზუსტდება, როდის და სად დაიკრძალება ილია მეორე.

სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ, ილია მეორეს სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ.

საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებიც.

საპატრიარქოში მივიდა კულტურის მინისტრი, თინათინ რუხაძეც.

ცნობისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა.


რელევანტური