ლიკვიდირებულია ირანის დაზვერვის მინისტრი – ისრაელის თავდაცვა — Cnoba

მედიაცენტრი სიახლე 18 Mar 2026, 11:15

ირანის დაზვერვის მინისტრი ესმაილ ხატიბი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ „როიტერი“ ისრაელის თავდაცვის მინისტრზე, ისრაელ კაცზე დაყრდნობით იუწყება. ისრაელ კაცის განცხადებით, ირანის დაზვერვის მინისტრი ღამით განხორციელებული დარტყმის შედეგად ლიკვიდირებულია. როგორც ისრაელ კაცმა განაცხადა, მან და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ სამხედროებს ნება დართეს, დამატებითი თანხმობის გარეშე მოეკლათ ნებისმიერი სხვა ირანელი მაღალი თანამდებობის პირი, რომელსაც მიზანში ამოიღებდნენ. ესმაილ ხატიბის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ირანულ მხარეს ჯერ არ დაუდასტურებია. The post ლიკვიდირებულია ირანის დაზვერვის მინისტრი – ისრაელის თავდაცვა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

სრული ტექსტი არქივში არაა ხელმისაწვდომი (ან წყარო არ არის ავტორიზებული). გამოიყენე ღილაკი „იხილე პირველწყარო“.

რელევანტური