გულწრფელად ვუსამძიმრებ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას – წმინდა საყდრის დესპანი — Cnoba

News.ge სიახლე 18 Mar 2026, 13:40

ვატიკანის ელჩი საქართველოში, წმინდა საყდრის დესპანი ანტე იოზიჩი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თანამოსყდრეს სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტს, შიო მუჯირსა და ქართველ ხალხს ილია მეორეს გარდაცვალებას უსამძიმრებს. სამძიმრის წერილს კათოლიკე ეკლესიის საინფორმაციო სააგენტო აქვეყნებს. “თქვენო მაღალო ყოვლადუსამღვდელოესობავ, ღრმა მწუხარებით შევიტყვე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მისი უწმიდესობისა და უნეტარესობის, ილია II-ის გარდაცვალების შესახებ. მისი გარდაცვალება მძიმე დანაკლისია არა მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, […]

ვატიკანის ელჩი საქართველოში, წმინდა საყდრის დესპანი ანტე იოზიჩი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თანამოსყდრეს სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტს, შიო მუჯირსა და ქართველ ხალხს ილია მეორეს გარდაცვალებას უსამძიმრებს. სამძიმრის წერილს კათოლიკე ეკლესიის საინფორმაციო სააგენტო აქვეყნებს.
“თქვენო მაღალო ყოვლადუსამღვდელოესობავ,
ღრმა მწუხარებით შევიტყვე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მისი უწმიდესობისა და უნეტარესობის, -ის გარდაცვალების შესახებ. მისი გარდაცვალება მძიმე დანაკლისია არა მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, არამედ მთელი ქართული საზოგადოებისთვის.
პატრიარქმა ილია II-მ, თავისი ნახევარსაუკონოვანი მოღვაწეობით განსაკუთრებული ამაგი დასდო ქართველი ერის ქრისტიანული რწმენის განმტკიცებასა და საეკლესიო სტრუქტურების განვითარებას, რამაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ქართული საზოგადოების სულიერ ბურჯად აქცია.
არასოდეს დამავიწყდება ჩემი პირველი შეხვედრა მის უწმიდესობასთან და მუდამ ღრმა მოწიწებით დავაფასებ მის განსაკუთრებულ ღვაწლს საქართველოს ისტორიაში, მთელ მართლმადიდებლურ სამყაროში და ექვს პაპთან და წმინდა საყდართან მის მეგობრულ ურთიერთობებში.
თქვენო მაღალო ყოვლადუსამღვდელოესობავ, წმინდა მამის, პაპ ლეონ XIV-ის საქართველოში წარმომადგენლობის სახელით, კიდევ ერთხელ გულწრფელად ვუსამძიმრებ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და მთელ ქართველ ხალხს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის,
უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალების გამო,
“საუკუნო განსასვენებელი დაუმკვიდრე, უფალო, და ამყოფე მარადიულ ნათელში”.
+ Ante Jozić
+ანტე იოზიჩი,
წმიდა საყდრის დესპანი საქართველოში.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 93 წლის ასაკში, 17 მარტს, 22:10 საათზე კავკასიის მედიცინის ცენტრში გარდაიცვალა. 17 მარტს დილით საპატრიარქომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პატრიარქი კლინიკაში შინაგანი სისხლდენით გადაიყვანეს. მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
გარდაიცვალა კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
“შევიძინეთ ზეციერი მფარველი” – მოსაყდრე შიომ დაადასტურა, რომ ილია II გარდაიცვალა
როგორ ირჩევენ პატრიარქს?
ილია მეორეს, კვირას, 22 მარტს, სიონის საკათედრო დაძარში დაკრძალავენ.


რელევანტური