სააგენტო "პარალელი"
“მერე გამახსენდა უკვე რაც ხდებოდა და ძალიან ვინერვიული. მიჭირს საუბარი ამ ყველაფერზე… ჩვენი სულიერი მამა იყო…” – ხვიჩა კვარაცხელია
საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა, PSG-ს ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ ლონდონის “ჩელსი”-სთან შეხვედრაში გოლის გატანა ემოციურად აღნიშნა, რასთან დაკავშირებითაც, მატჩის შემდეგ “Geo Team”-თან კომენტარში, განმარტებები გააკეთა და აღნიშნა, რომ ძალიან განიცდიდა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალებას:
“არც მინდოდა, ასე ვთქვათ, მუხლებზე გასრიალება, მაგრამ იმდენად ჩართული ვიყავი და ემოციურად ვიყავი…
ქართველ ხალხს ბოდიშს მოვუხდი ამისთვის იმიტომ, რომ ემოციები ვერ გავაკონტროლე…
მერე გამახსენდა უკვე რაც ხდებოდა და ძალიან ვინერვიულე.
მიჭირს საუბარი ამ ყველაფერზე… ჩვენი სულიერი მამა იყო…” – განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ და ცრემლები ვერ შეიკავა…
“მერე გამახსენდა უკვე რაც ხდებოდა და ძალიან ვინერვიული. მიჭირს საუბარი ამ ყველაფერზე… ჩვენი სულიერი მამა იყო…” – ხვიჩა კვარაცხელია
პარალელი