საქართველოს მოქალაქეებს აშშ-ის ვიზის მისაღებად 15 000 დოლარამდე დეპოზიტი მოეთხოვებათ — Cnoba

Alia სიახლე 18 Mar 2026, 16:47

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, სიას, რომლის მოქალაქეებსაც აშშ-ის ბიზნეს და ტურისტულ ვიზაზე განაცხადის გასაკეთებლად 15 000 დოლარამდე ოდენობის დეპოზიტის წარდგენა მოეთხოვებათ, 12 ქვეყანა დაემატა მათ შორის საქართველო. იმ ქვეყნების რაოდენობა, რომელთა მოქალაქეებზეც ეს მოთხოვნა ვრცელდება, 2 აპრილის შემდეგ 50-ს მიაღწევს. ნებისმიერმა მოქალაქემ, რომელიც მოგზაურობს ამ ქვეყნებიდან ერთ-ერთის მიერ გაცემული პასპორტით და რომელსაც სხვაგვარად ენიჭება B1/B2 ვიზის მიღების უფლება, უნდა წარადგინოს […] The post საქართველოს მოქალაქეებს აშშ-ის ვიზის მისაღებად 15 000 დოლარამდე დეპოზიტი მოეთხოვებათ appeared first on .

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებითსიას, რომლის მოქალაქეებსაც აშშ-ის ბიზნეს და ტურისტულ ვიზაზე განაცხადის გასაკეთებლად 15 000 დოლარამდე ოდენობის დეპოზიტის წარდგენა მოეთხოვებათ, 12 ქვეყანა დაემატა მათ შორის საქართველო.

იმ ქვეყნების რაოდენობა, რომელთა მოქალაქეებზეც ეს მოთხოვნა ვრცელდება, 2 აპრილის შემდეგ 50-ს მიაღწევს.

ნებისმიერმა მოქალაქემ, რომელიც მოგზაურობს ამ ქვეყნებიდან ერთ-ერთის მიერ გაცემული პასპორტით და რომელსაც სხვაგვარად ენიჭება B1/B2 ვიზის მიღების უფლება, უნდა წარადგინოს 5 000, 10 000 ან 15 000 აშშ დოლარის ოდენობის გირაო. ოდენობა განისაზღვრება ვიზის გასაუბრების დროს. განმცხადებელმა ასევე უნდა წარადგინოს შინაგანი უსაფრთხოების დეპარტამენტის I-352 ფორმა. განმცხადებლები უნდა დაეთანხმონ გირაოს პირობებს ფინანსთა სამინისტროს ონლაინ გადახდის პლატფორმის Pay.gov მეშვეობით. ეს მოთხოვნა ვრცელდება განაცხადის წარდგენის ადგილის მიუხედავად,” – აღნიშნულია ინფორმაციაში. 

გირაოს თანხა დაუბრუნდებათ იმ პირებს, რომლებიც სამშობლოში ვიზისა და გირაოს პირობების დაცვით დაბრუნდებიან, ან აშშ-ში საერთოდ არ გაემგზავრებიან.

ვიზის დეპოზიტის პროგრამაში ახლად დამატებული ქვეყნებია: საქართველო, კამბოჯა, ეთიოპია, გრენადა, ლესოთო, მავრიკი, მონღოლეთი, მოზამბიკი, ნიკარაგუა, პაპუა-ახალი გვინეა, სეიშელები და ტუნისი.  

ეს ქვეყნები უერთდებიან იმ 38 სახელმწიფოს, რომლებიც უკვე არიან პროგრამაში: ალჟირი, ანგოლა, ანტიგუა და ბარბუდა, ბანგლადეში, ბენინი, ბუტანი, ბოტსვანა, ბურუნდი, კაბო-ვერდე, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, კოტ-დივუარი, კუბა, ჯიბუტი, დომინიკა, ფიჯი, გაბონი, გამბია, გვინეა, გვინეა-ბისაუ, ყირგიზეთი, მალავი, მავრიტანია, ნამიბია, ნეპალი, ნიგერია, სან-ტომე და პრინსიპი, სენეგალი, ტაჯიკეთი, ტანზანია, ტოგო, ტონგა, თურქმენეთი, ტუვალუ, უგანდა, ვანუატუ, ვენესუელა, ზამბია და ზიმბაბვე.

The post საქართველოს მოქალაქეებს აშშ-ის ვიზის მისაღებად 15 000 დოლარამდე დეპოზიტი მოეთხოვებათ appeared first on .


რელევანტური