პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით მუნიციპალური ავტობუსი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება — Cnoba
მედიაცენტრი
სიახლე
18 Mar 2026, 17:49
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით, 21 და 22 მარტს თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. დაინიშნება უფასო ტრანსპორტი რეგიონებიდან თბილისში გამომგზავრების მსურველთათვის. აღნიშნული გადაწყვეტილება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის დაკრძალვასთან დაკავშირებით შექმნილმა სახელმწიფო კომისიამ მიიღო. კომისიის გადაწყვეტილებით, მგზავრებს ასევე უფასოდ მოემსახურება „საქართველოს რკინიგზა”. დამატებითი რეისები შესრულდება როგორც საავტომობილო, ისე სარკინიგზო ტრანსპორტით. The post პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით მუნიციპალური ავტობუსი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
სრული ტექსტი არქივში არაა ხელმისაწვდომი (ან წყარო არ არის ავტორიზებული). გამოიყენე ღილაკი „იხილე პირველწყარო“.