„საუკუნო იყოს ხსენება შენი, ჩვენო ნეტარო ძმაო, ილია!“ – სერბეთის პატრიარქი — Cnoba
სერბეთის პატრიარქმა პორფირემ, ბელგრადში, სერბეთის საპატრიარქოს სამლოცველოში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღასრულა. მსახურებაში მონაწილეობდა პატრიარქის კაბინეტის უფროსიც. მისმა უწმინდესობამ საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს, წმინდა სინოდსა და ქართველ ხალხს სამძიმრის წერილი გამოუგზავნა. “დიდი მარხვისას მოგვივიდა სამწუხარო ამბავი ჩვენი საყვარელი ძმის, ქართველი ხალხის მარადსახსენებელი მამისა და მწყემსმთავრის, ნეტარხსენებული პატრიარქი ილიას ქრისტესმიერი განსვენების შესახებ. თუმცა, ჩვენ არ ვგლოვობთ როგორც უიმედონი (შდრ. 1 თეს. 4:13), არამედ რწმენით შევყურებთ ქრისტეს აღდგომასა და მარადიულ სიცოცხლეს. სრულიად სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის და პირადად ჩემი სახელით, გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ მღვდელმთავართა კრებას, სამღვდელოებას, მონაზვნებს და საქართველოს… The post „საუკუნო იყოს ხსენება შენი, ჩვენო ნეტარო ძმაო, ილია!“ – სერბეთის პატრიარქი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.