“მოვუწოდებთ აშშ-ის ოფიციალურ პირებს, გამოიყენონ სანქციები” – სენატორები და კონგრესმენები საქართველოზე — Cnoba

Knews სიახლე 19 Mar 2026, 07:07

knews.ge “მოვუწოდებთ აშშ-ის ოფიციალურ პირებს, გამოიყენონ სანქციები” – სენატორები და კონგრესმენები საქართველოზე ამერიკელი კონგრესმენები და სენატორები საქართველოზე ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებულ ანგარიშზე განცხადებას ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ აშშ უნდა შეუერთდეს ევროპელ The post “მოვუწოდებთ აშშ-ის ოფიციალურ პირებს, გამოიყენონ სანქციები” – სენატორები და კონგრესმენები საქართველოზე appeared first on knews.ge.

knews.ge
“მოვუწოდებთ აშშ-ის ოფიციალურ პირებს, გამოიყენონ სანქციები” – სენატორები და კონგრესმენები საქართველოზე

ამერიკელი კონგრესმენები და სენატორები საქართველოზე ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებულ ანგარიშზე განცხადებას ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ აშშ უნდა შეუერთდეს ევროპელ პარტნიორებს და გამოიყენოს სანქციები.

„ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ანგარიში ნათელია: „ქართული ოცნება“ ართმევს ქართველ ხალხს ძნელად მოპოვებულ თავისუფლებას და მათ ქვეყანას იზოლირებულ, ავტორიტარულ სახელმწიფოდ აქცევს. ჩვენ მოვუწოდებთ აშშ-ის ოფიციალურ პირებს, შეუერთდნენ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს და გამოიყენონ სანქციები და სხვა არსებული ინსტრუმენტები, რათა მოითხოვონ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გაითვალისწინოს ამ ანგარიშში მოცემული რეკომენდაციები. ჩვენ უნდა მოვითხოვოთ, რომ გაათავისუფლონ ყველა პოლიტიკური პატიმარი, მოხსნან ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებები და გააუქმონ არადემოკრატიული და უსამართლო კანონები”,- წერია განცხადებაში.

მისი ხელმომწერები არიან: სენატორი ჯინ შაჰინი (დემოკრატიული პარტია), ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე სენატორი როჯერ უიკერი (რესპუბლიკური პარტია), ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე კონგრესმენი ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია), სენატორი შელდონ უაითჰაუსი (დემოკრატიული პარტია), კონგრესმენი სტივ კოენი (დემოკრატიული პარტია).

ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებული საგანგებო ანგარიში საქართველოში დემოკრატიის „მკვეთრ უკუსვლასა“ და ადამიანის უფლებების სისტემურ დარღვევებზე საუბრობს.

The post “მოვუწოდებთ აშშ-ის ოფიციალურ პირებს, გამოიყენონ სანქციები” – სენატორები და კონგრესმენები საქართველოზე appeared first on knews.ge.


რელევანტური