სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის დაკრძალვას მსოფლიო პატრიარქი, ბართლომე დაესწრება.
ფაქტს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.
კონსტანტინოპოლის პატრიარქი საქართველოს ბოლოს 13 წლის წინ სტუმრობდა.
ცნობისთვის, მსოფლიო პატრიარქმა, ყოვლადუწმიდესმა ბართლომეოსმა წმინდა გიორგის საპატრიარქო ტაძარში საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის სულის მოსახსენებლად პანაშვიდი გუშინ აღასრულა.
გუშინვე გავრცელდა მსოფლიო პატრიარქის ყოვლადუწმიდესი ბართლომეს განცხადებაც.
პატრიარქს კვირას, 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.
The post ილია მეორის დაკრძალვას მსოფლიო პატრიარქი ბართლომე დაესწრება appeared first on ODISHINEWS.