“ეპოქალური ფიგურა” – ასე მოიხსენიებენ წამყვანი საერთაშორისო გამოცემები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს. მსოფლიო მედია საუბრობს იმ დამსახურებაზე, რომელიც ილია მეორეს მართლმადიდებელი ეკლესიის აღორძინებაში მიუძღვის.
ასევე, ხაზგასმულია მისი გადამწყვეტი როლი ეროვნული იდენტობის გამტკიცებასა და შენარჩუნებაში პოსტსაბჭოთა ტრანსფორმაციის რთულ პერიოდში, როდესაც უწმინდესი ერის მორალურ ორიენტირად და სტაბილურობის მთავარ გარანტად იქცა.
პუბლიკაციებში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა მის საერთაშორისო გავლენასა და იმ უპირობო ავტორიტეტს, რომელიც მას მთელ ქრისტიანულ სამყაროში გააჩნდა.
The post „ეპოქალური ფიგურა” – საერთაშორისო მედია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების შესახებ წერს appeared first on გურია ნიუსი.