კვირას სამების საკათედრო ტაძარში ჩატარდება საგანგებო ლიტურგია და მსოფლიო პატრიარქი აღავლენს მსახურებას — Cnoba
“გარკვეული ტიპის რეგულაციები დაწესდა ტაძარში. როდესაც ახალი მოსვენებული იყო მისი უწმინდესობა, ხალხის ნაკადი ძალიან ძლიერი იყო, ახლა გარკვეული ტიპის ჯებირები დაყენდა ტაძარში, დაწესდა წესები, შესასვლელი კარიბჭე – გამავალი ხალხი რომელი კარიბჭიდან უნდა გავიდეს”,- ამის შესახებ დეკანოზმა, თეიმურაზ თათარაშვილმა სამების საკათედრო ტაძარში, ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, კვირას, აღევლინება საგანგებო ლიტურგია, უწმინდესობას კი სწორედ ლიტურგიის შემდგომ დაკრძალავენ. „ეს არის ჭეშმარიტად გულიდან წამოსული გლოვა და უდიდესი სევდა, რომელმაც მოიცვა თითქმის ყოველი ქრისტიანი. კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის, როგორც ერთ-ერთი მართლმადიდებელი ავტოკეფალიური ეკლესიის მწყემსის გარდაცვალება გახდა ძალიან დიდი წუხილი სხვადასხვა ავტოკეფალიური ეკლესიისთვისაც. ჩვენ მივიღეთ სამძიმრის წერილები… The post კვირას სამების საკათედრო ტაძარში ჩატარდება საგანგებო ლიტურგია და მსოფლიო პატრიარქი აღავლენს მსახურებას appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.