17 მარტს გარდაიცვალა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, რითაც დასრულდა ქვეყნის ისტორიის მნიშვნელოვანი ფურცელი. მისი ეპოქა – სავსე სულიერი აღმავლობითა და ურთულესი განსაცდელებით, სამუდამოდ დარჩება ქართველთა მეხსიერებაში.
საქართველოს ეკლესიის ისტორიაში სიმბოლური დამთხვევები ხშირია, თუმცა ბოლო დღეებში სოციალურ ქსელში გავრცელებულმა ფოტოებმა საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო.
ლაპარაკია ახალგაზრდა მონაზონზე, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს ახლო ნათესავია და მას ვიზუალურადაც საოცრად ჰგავს.
ახლად აღკვეცილი ბერი პატრიარქის ძმის შვილიშვილია, რომელმაც სულიერ გზაზე წინაპრის სახელი აირჩია.
საზოგადოების გაოცება არამხოლოდ სახელმა, არამედ ვიზუალურმა მსგავსებამაც გამოიწვია. ინტერნეტში გავრცელებულ კოლაჟებში, სადაც ერთმანეთს პატრიარქის ახალგაზრდობისა და მონაზონი ილიას ფოტოებია შედარებული, მსგავსება აშკარაა – გამოხედვა, სახის ნაკვთები და თვალის ჭრილი მნახველს ილია მეორეს ახალგაზრდობის წლებს აგონებს.
მონაზონი ილიას გამოჩენა ეკლესიის წიაღში ბევრმა მორწმუნემ ერთგვარ ნიშნად და სულიერი მემკვიდრეობის გაგრძელებად აღიქვა.
The post მონაზონი, სახელად ილია, რომელსაც საოცრად ამსგავსებენ პატრიარქს – ილია მეორის ძმის შვილიშვილი უწმინდესის გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე აღიკვეცა appeared first on გურია ნიუსი.