“კი, ამ გლოვის დროს 2 შვილის დედა მეორედ დამაჯარიმეს 5000 ლარით” – — Cnoba

Alia სიახლე 19 Mar 2026, 10:52

სამოქალაქო აქტივისტი, მაგდა მამუკაშვილი: კი, ამ გლოვის დროს 5000 ლარით დამაჯარიმეს 1 საათში ჩატეულ სხდომაში. ამ დღეებში ყველას სიტყვიერ გაფრთხილებას აძლევენო, არა, ჩემს მიმართ ასეთი “მოწყალენი” არ ყოფილან. გუშინ იმდენი ვიტირე, ბოლოს გულის რევამდე მივედი, დღევანდელი სხდომის პოზიცია უნდა დამეწერა და 9 საათზე გავითიშე, თორნიკემ რომ ჩემი ტელეფონი შემოიტანა დასატენად 1 საათზე, მაშინ გამეღვიძა. მერე […] The post “კი, ამ გლოვის დროს 2 შვილის დედა მეორედ დამაჯარიმეს 5000 ლარით” – appeared first on .

სამოქალაქო აქტივისტი, მაგდა მამუკაშვილი:

კი, ამ გლოვის დროს 5000 ლარით დამაჯარიმეს 1 საათში ჩატეულ სხდომაში. ამ დღეებში ყველას სიტყვიერ გაფრთხილებას აძლევენო, არა, ჩემს მიმართ ასეთი “მოწყალენი” არ ყოფილან.
გუშინ იმდენი ვიტირე, ბოლოს გულის რევამდე მივედი, დღევანდელი სხდომის პოზიცია უნდა დამეწერა და 9 საათზე გავითიშე, თორნიკემ რომ ჩემი ტელეფონი შემოიტანა დასატენად 1 საათზე, მაშინ გამეღვიძა. მერე კაი ხანს არ დამეძინა, ვფიქრობდი. დღეს სხდომაზე კი ვიყავი ლამაზი, ჩაშავებული თვალები ტონალურმა დაფარა, ვარდისფერი მაღლები მეცვა, ქალს ვგავდი, იქაც დიდად არ შემტყობია ღელვა, ვიცინოდი კიდეც.
როცა ვამბობდი, მე 1 წუთით გზაზე დგომის გამო მაჯარიმებთ და გიორგი შუკვანმა, როცა სახეში მაფურთხა, ლევან ზარდიაშვილმა როცა ქუჩაში მაგინა, დავით მამულაშვილმა როცა ყელში ხელი წამიჭირა, პოლიციელებმა როცა მათრიეს, მაგაზე შსს-ს რეაგირება არ ჰქონია-მეთქი, სიტყვა გამაწყვეტინა ქოჩქიანმა და სხდომიდან გაგდებით დამემუქრა.
რა შემიძლია ვთქვა, დილას მეგობრების ჩათში იწერებოდნენ, ყველას ყველაფერი შერჩა, ნუ გგონია ამ ქვეყანაში ხელისუფლებაც რომ შეიცვალოს, ვინმე დაისჯებაო. ხალხი დახოცეს მხედრიონელებმა და ახლა ბიზნესმენობენო, მურუსიძე ადრე ცუდ რამეებს აკეთებდა და ახლა კარგ საქმეებს აკეთებსო, ამას იტყვიან ახლები და მასე მოგვარდებაო, თავს ტყუილად იზიანებო. კი მართალია, რომ ამ ქვეყანაში ყველას ყველაფერი შერჩა, მაგრამ ახლა 500 დღე იმიტომ არ ვართ გარეთ, ამხელა მსხვერპლი იმიტომ არ გაიღო ამდენმა ოჯახმა, რომ ვინმეს რამე შევარჩინოთ. არ გვაინტერესებს, რას იტყვიან ხელისუფალნი, ამ ქვეყანაში სახალხო სამართალი უნდა აღსრულდეს.
კი, ამ გლოვის დროს 2 შვილის დედა მეორედ დამაჯარიმეს 5000 ლარით. ძალიან კარგად იცოდა ქოჩქიანმა რომ სახლი ჩემს სახელზეა, სადაც ბავშვებს ვზრდი, მანქანა ჩემს სახელზეა, რომელითაც ბავშვებს სკოლაში ვატარებ, მაგრამ რაში ადარდებს ან ეგ და ან გლოვის პერიოდი?! არ ვიჭერთ დედებსო, უარესს უშვრებიან. ვინც ამ ყველაფერზე პირში წყალს იგუბებთ, არც ისინი მიმაჩნიხართ ქრისტიანებად, მინდა იცოდეთ.

The post “კი, ამ გლოვის დროს 2 შვილის დედა მეორედ დამაჯარიმეს 5000 ლარით” – appeared first on .


რელევანტური