მიიყვანენ თუ არა სააკაშვილს სამებაში – ანზორ ჩუბინიძის განცხადება — Cnoba
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის ანზორ ჩუბინიძის განცხადებით, პირადად ის მხარს არ დაუჭერდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვაზე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დასწრებას, რადგან ამ ყველაფერს, შესაძლოა, აღელვება მოჰყვეს ხალხში. „უსაფრთხოების უზრუნველყოფა შესაძლებელია. უსაფრთხოების დაცვა შესაძლებელი იქნება, თუმცა პირადად არ დავუჭერდი მხარს. მასებთან შესაძლებელია რაღაც აღელვება მოჰყოლოდა ამ ყველაფერს“, – განაცხადა ჩუბინიძემ. ცნობისთვის, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი ითხოვს, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვაზე მიიყვანონ. The post მიიყვანენ თუ არა სააკაშვილს სამებაში – ანზორ ჩუბინიძის განცხადება appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.