ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში მენინგიტის შესახებ წერს.
“ბევრი შეკითხვაა ამჟამად ბრიტანეთში მენინგიტის შემთხვევებთან დაკავშირებით. ზოგადად ბაქტერიული მენინგიტის შემთხვევები იშვიათობას არ წარმოადგენს, თუმცა ამ ეპიდაფეთქებას განსაკუთრებული ყურადღება მიექცა იმიტომ, რომ ინფექცია სწრაფად გავრცელდა, რაც ჩვეულებრივ ნაკლებად ხდება ხოლმე, რადგან მენინგოკოკი მხოლოდ მჭიდრო კონტაქტით გადაეცემა.
მენინგოკოკური ინფექციის ეს აფეთქება ლოკალური ხასიათისაა და სხვა ქვეყნებში არ არის გავრცელებული. შესაბამისად, ჩვენთან შეშფოთების საფუძველი არ გვაქვს”,_ წერს ბუწაშვილი.
The post რას წერს ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მენინგიტის შესახებ appeared first on გურია ნიუსი.