აბრამოვი სააპელაციო სასამართლომაც უდანაშაულოდ ცნო — Cnoba

ტვ ოდიში სიახლე 19 Mar 2026, 13:05

2024 წლის დეკემბრის აქციების დროს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული თედო აბრამოვი სააპელაციო სასამართლომაც უდანაშაულოდ ცნო. პირველ ინსტანციაში გამამართლებელი განაჩენი მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა 2025 წლის 15 აგვისტოს გამოიტანა. აბრამოვი მაშინ დარბაზიდანვე გაათავისუფლეს. გადაწყვეტილება ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ -გიორგი კერატიშვილის, ნინო ჩახნაშვილისა და ბესიკ ბუგიანაშვილის შემადგენლობით. 22 წლის თევდორე აბრამოვი დეკემბერში დააკავეს. მას პროკურატურა 4.41548 გრამი […] The post აბრამოვი სააპელაციო სასამართლომაც უდანაშაულოდ ცნო appeared first on ODISHINEWS.

2024 წლის დეკემბრის აქციების დროს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული თედო აბრამოვი სააპელაციო სასამართლომაც უდანაშაულოდ ცნო.

პირველ ინსტანციაში გამამართლებელი განაჩენი მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა 2025 წლის 15 აგვისტოს გამოიტანა. აბრამოვი მაშინ დარბაზიდანვე გაათავისუფლეს.

გადაწყვეტილება ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ -გიორგი კერატიშვილის, ნინო ჩახნაშვილისა და ბესიკ ბუგიანაშვილის შემადგენლობით.

22 წლის თევდორე აბრამოვი დეკემბერში დააკავეს. მას პროკურატურა 4.41548 გრამი MDMA-ის ფლობას ედავებოდა. ბრალი წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით, რაც 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აბრამოვი დანაშაულს არ აღიარებდა და ამბობდა, რომ მას ნარკოტიკი ჩაუდეს.

The post აბრამოვი სააპელაციო სასამართლომაც უდანაშაულოდ ცნო appeared first on ODISHINEWS.


რელევანტური