როდის და საიდან გავა უფასო ტრანსპორტი ჩოხატაურიდან პატრიარქის დაკრძალვაზე — Cnoba

GuriaNews სიახლე 19 Mar 2026, 15:00

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით, 21 და 22 მარტს თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. გარდა ამისა, დაინიშნება უფასო ტრანსპორტი რეგიონებიდან თბილისში გამომგზავრების მსურველთათვის,_ აღნიშნული განცხადება მთავრობის ადმინისტრაციამ გუშინ, 18 მარტს გაავრცელა. “გურია ნიუსმა” სცადა გაერკვია, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტიდან, საიდან და რა დროს გავა სპეციალური რეისები დედაქალაქის მიმართულებით. როგორც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურში […] The post როდის და საიდან გავა უფასო ტრანსპორტი ჩოხატაურიდან პატრიარქის დაკრძალვაზე appeared first on გურია ნიუსი.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებით, 21 და 22 მარტს თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. გარდა ამისა, დაინიშნება უფასო ტრანსპორტი რეგიონებიდან თბილისში გამომგზავრების მსურველთათვის,_ აღნიშნული განცხადება მთავრობის ადმინისტრაციამ გუშინ, 18 მარტს გაავრცელა.

“გურია ნიუსმა” სცადა გაერკვია, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტიდან, საიდან და რა დროს გავა სპეციალური რეისები დედაქალაქის მიმართულებით.

როგორც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურში გვითხრეს,  პატრიარქის დაკრძალვაზე დასწრების მსურველთათვის უფასო ტრანსპორტი ჩოხატაურის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში გამოიყოფა.

“სამარშრუტო ავტობუსი დედაქალაქის მიმართულებით გავა ყველა სოფლიდან, ასევე დაბიდან 3 ავტობუსი. სამარშრუტო ავტობუსები წავიდა დღესაც. გასვლის დრო წასვლის მსურველებმა თავად გადაწყვიტეს, ასევე იქნება ხვალაც და ზეგაც. თუმცა,  პატრიარქის დაკრძალვის დღეს, სამარშრუტო ავტობუსების გასვლის დრო იქნება დილის 8 საათი”,_ გვპასუხობენ ჩოხატაურის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

ინფორმაციისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 17 მარტს გარდაიცვალა. ამ დროისთვის უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარშია დასვენებული და სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.

The post როდის და საიდან გავა უფასო ტრანსპორტი ჩოხატაურიდან პატრიარქის დაკრძალვაზე appeared first on გურია ნიუსი.


რელევანტური