21-22 მარტს ბათუმის მერია თბილისში უფასო ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს — Cnoba

Alia სიახლე 19 Mar 2026, 16:06

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის პანაშვიდსა და დაკრძალვაზე გამგზავრების მსურველთათვის 21-22 მარტს ბათუმის მერია უფასო ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს. ბათუმის მერიის განცხადებით, შეკრების ადგილი ქალაქი ბათუმის, ცენტრალური სტადიონის – “აჭარაბეთ არენას” მიმდებარე ტერიტორია იქნება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის პანაშვიდსა და […] The post 21-22 მარტს ბათუმის მერია თბილისში უფასო ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს appeared first on .

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის პანაშვიდსა და დაკრძალვაზე გამგზავრების მსურველთათვის 21-22 მარტს ბათუმის მერია უფასო ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს.

ბათუმის მერიის განცხადებით, შეკრების ადგილი ქალაქი ბათუმის, ცენტრალური სტადიონის – “აჭარაბეთ არენას” მიმდებარე ტერიტორია იქნება.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის პანაშვიდსა და დაკრძალვაზე გამგზავრების მსურველთათვის 21 და 22 მარტს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს უფასო ტრანსპორტირებას.

  • 21 მარტი – გამგზავრება 09:00 საათი
  • 22 მარტი – გამგზავრება 05:00 საათი

შეკრების ადგილი: ქალაქი ბათუმი, ცენტრალური სტადიონის – „აჭარაბეთ არენას“ მიმდებარე ტერიტორია.
გამგზავრების მსურველთათვის აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია. ჩასაწერად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ

ნომრებზე:

577 302 644
0422 270119

ასევე, 21 და 22 მარტს პატრიარქის პანაშვიდსა და დაკრძალვაზე გამგზავრების მსურველებს, საქართველოს რკინიგზა როგორც რეგულარული, ისე დამატებითი რეისებით უფასოდ გადაიყვანს. 

დამატებითი რეისების განრიგი: https://shorturl.at/HrKCv” – წერია განცხადებაში. 

The post 21-22 მარტს ბათუმის მერია თბილისში უფასო ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს appeared first on .


რელევანტური