საკრებულოს შენობაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ბანერები განთავსდა — Cnoba
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ბანერები განთავსდა. გადაწყვეტილება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის დაკრძალვასთან დაკავშირებით შექმნილმა სახელმწიფო კომისიამ მიიღო, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს. პატრიარქის ბანერები ასევე განთავსდება ქვეყნის მასშტაბით არსებულ ადმინისტრაციულ შენობებზე. უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში გლოვა გამოცხადდა. The post საკრებულოს შენობაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ბანერები განთავსდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.