“ვითხოვ, რომ პატრიარქის გასვენებაში მიმიყვანონ, როგორც მისი მეგობარი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი” – მიხეილ სააკაშვილი — Cnoba

პარალელი სიახლე 19 Mar 2026, 13:30

სააგენტო "პარალელი" “ვითხოვ, რომ პატრიარქის გასვენებაში მიმიყვანონ, როგორც მისი მეგობარი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი” – მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის გასვენებაში მისვლას ითხოვს და უწმინდესთან ერთად განხორციელებულ პროექტებს იხსენებს: “ვთხოვე ჩემს ადვოკატს განცხადების დაწერა და ვითხოვ, რომ პატრიარქის გასვენებაში მიმიყვანონ, როგორც მისი მეგობარი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი. პატრიარქთან თანამშრომლობით ჩვენ 300-ზე მეტი ეკლესია აღვადგინეთ საქართველოში, მათ შორის ბაგრატი, ფოთის ტაძარი, ნეკრესი და უამრავი სხვა. ბევრი წინააღმდეგი იყო, მაგრამ […] “ვითხოვ, რომ პატრიარქის გასვენებაში მიმიყვანონ, როგორც მისი მეგობარი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი” – მიხეილ სააკაშვილი პარალელი

სააგენტო "პარალელი"
“ვითხოვ, რომ პატრიარქის გასვენებაში მიმიყვანონ, როგორც მისი მეგობარი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის გასვენებაში მისვლას ითხოვს და უწმინდესთან ერთად განხორციელებულ პროექტებს იხსენებს:

ვთხოვე ჩემს ადვოკატს განცხადების დაწერა და ვითხოვ, რომ პატრიარქის გასვენებაში მიმიყვანონ, როგორც მისი მეგობარი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი.

პატრიარქთან თანამშრომლობით ჩვენ 300-ზე მეტი ეკლესია აღვადგინეთ საქართველოში, მათ შორის ბაგრატი, ფოთის ტაძარი, ნეკრესი და უამრავი სხვა.

ბევრი წინააღმდეგი იყო, მაგრამ პატრიარქმა მხარი დაუჭირა ბაგრატის თანამედროვე სტანდარტების პროექტს, ისევე როგორც წმინდა გიორგის სტელას თავისუფლების მოედანზე.

ასევე, ჯერ კიდევ პრეზიდენტობამდე, მხარს მიჭერდა 5 ჯვრიანი დროშის დამკვიდრების საქმეში“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

“ვითხოვ, რომ პატრიარქის გასვენებაში მიმიყვანონ, როგორც მისი მეგობარი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი” – მიხეილ სააკაშვილი
პარალელი


რელევანტური