17 მარტის საღამოს მთელი საქართველო და ქართველობა – ვინ საავადმყოფოსთან, ვინ – ტელეეკრანებთან – ვერ ვშორდებოდით და მდუმარედ ვუსმენდით, რას გამოგვიცხადებდნენ საქართველოს მღვდელმთავრები. აშკარად ჩანდა, რომ უწმინდესის მდგომარეობა ურთულესი იყო, მაგრამ… ჯიუტად არ გვტოვებდა იმედი, რომ ჩვენი ძვირფასი პატრიარქი ილია მეორე არ მიგვატოვებდა.
საბოლოოდ კი… მაინც მძიმე აღმოჩნდა სინამდვილე – უწმინდესი უფლისკენ მიმავალ გზას დაადგა! ბევრი ტკივილი შემხვედრია ცხოვრებაში, თუნდაც უახლოესი ადამიანების გარდაცვალების გამო, მაგრამ… ეს სულ სხვა ამბავი იყო – საქართველოს, ჩვენს ერს გარდაეცვალა უწმინდესი და უნეტარესი პატრიარქი, დედამიწაზევე ღვთიურად სახელდებული ადამიანი. ჩვენს ერთი ციდა ქვეყანას უდიდესი ცოცხალი წმინდანი ჰყავდა და თანაც – ქვეყნის პატრიარქი, ჩვენი მანუგეშებელი და იმედი! მწამდა, რომ იგი უკვდავი იყო და მუდამ ჩვენ გვერდით იქნებოდა… შიგადაშიგ სოციალურ ქსელში შევიჭვრიტებოდი ხოლმე და ვცდილობდი, ცუდზე არ მეფიქრა, ეგებ… ეგებ… ეგებ…
მერე კი სწორედ ის მოვისმინეთ, რის გაგებასაც ყველანი გავურბოდით და უცებ მივხვდი, რომ კვლავ დავობლდი. ჩემი ცხოვრების განმავლობაში და მეხსიერებაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ცრემლები თავისით მოდიოდა და ვერაფრით ვაჩერებდი… წარმომიდგენია, ყველა როგორ განიცდის და როგორ გლოვობს ჩვენი უწმინდესის გარდაცვალებას.
უცებ “ფეისბუქში“ ინგუში ამინ შადიჟევის კომენტარი შევნიშნე და პირველი სამძიმარიც მას ვუთხარი – ჩვენი უწმინდესი პატრიარქის ინგუშ შვილობილს. ამინი წლების წინ თბილისში გავიცანი და ინტერვიუც ჩავწერე მასთან. მას შემდეგ შიგადაშიგ სოციალური ქსელით მოვიკითხავდით ხოლმე ერთმანეთს. უწმინდესისა და ამინის ოჯახის ურთიერთობას საკმაოდ დიდი ისტორია აქვს, რომელიც თავად ამინისგან მოვისმინე.
- უწმინდესისა და შადიჟევების ამბავი
ამინმა მიამბო, რომ ინგუშეთის პირველი პრეზიდენტი რუსლან აუშევი პატრიარქის მოწვევით ჩამოსულა თბილისში და სწორედ მისთვის უკითხავს უწმინდესს შადიჟევების ოჯახის ამბავი. შადიჟევების გვარი ცნობილია ინგუშეთში, და არა მარტო იქ.
The post ილია მეორის ინგუში შვილობილი _ “მე დღეს მამა მომიკვდა”… appeared first on გურია ნიუსი.