ზუგდიდის სასამართლომ შალვა ესართიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა — Cnoba

ტვ ოდიში სიახლე 20 Mar 2026, 11:20

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ზუგდიდის უწყვეტი აქციების მედროშეს, შალვა ესართიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ეკატერინე ბებიამ გამოაცხადა. სასამართლო პროცესზე პატიმრობას ბრალდებსი მხარე ითხოვდა, დაცვის მხარემ კი 5000 ლარიანი გირაოს შუამდგომლობა დააყენა. შალვა ესართია 17 მარტს, სამხარეო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობასთან ძალადობრივად დააკავეს. თავდაპირველად მას პოლიციის დაუმორჩილებლობასა და შეურაცხყოფას ედავებოდნენ, თუმცა გუშინ მუხლი გადაუკვალიფიცირეს და […] The post ზუგდიდის სასამართლომ შალვა ესართიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა appeared first on ODISHINEWS.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ზუგდიდის უწყვეტი აქციების მედროშეს, შალვა ესართიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ეკატერინე ბებიამ გამოაცხადა.

სასამართლო პროცესზე პატიმრობას ბრალდებსი მხარე ითხოვდა, დაცვის მხარემ კი 5000 ლარიანი გირაოს შუამდგომლობა დააყენა.

შალვა ესართია 17 მარტს, სამხარეო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობასთან ძალადობრივად დააკავეს. თავდაპირველად მას პოლიციის დაუმორჩილებლობასა და შეურაცხყოფას ედავებოდნენ, თუმცა გუშინ მუხლი გადაუკვალიფიცირეს და მის მიმართ საქმის წარმოება სისხლის სამართლის კოდექსის 354-ე მუხლით დაიწყო, რაცპოლიციელის დაუმორჩილებლობასა ან შეურაცხყოფის მიყენების განმეორებით ქმედებას გულისხმობს .

The post ზუგდიდის სასამართლომ შალვა ესართიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა appeared first on ODISHINEWS.


რელევანტური