პატრიარქის დაკრძალვის დღეს სიონის ტაძარში მხოლოდ სასულიერო პირები იქნებიან — Cnoba
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის, ანზორ ჩუბინიძის ინფორმაციით, ილია მეორის დაკრძალვის დღეს სიონის ტაძარში მხოლოდ სასულიერო პირები იქნებიან. „სიონის ტაძარს რაც შეეხება, ვიცი, რომ იქნება დაკეტილი და მხოლოდ სასულიერო პირები იქნებიან. არც მოქალაქეები, არც ქვეყნის მთავრობა არ იქნება. შემუშავებულია გეგმა და საბოლოო დეტალებს გავდივართ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. სადღაც გზები გადაიკეტება, რა ადგილამდეც მოქალაქეები თავისუფლად მივლენ და სადღაც – შეიზღუდება. დღეს იყო კომისიის სხდომა, ვმსჯელობთ, რამდენი სტუმარი იქნება და მსგავს დეტალებს გავდივართ. ხვალ, შუადღისთვის გვეცოდინება, რამდენი სტუმარი იქნება“, – განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის… The post პატრიარქის დაკრძალვის დღეს სიონის ტაძარში მხოლოდ სასულიერო პირები იქნებიან appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.