ზელენსკიმ ამერიკულ მხარესთან დაგეგმილ შეხვედრაზე განსახილველი მთავარი თემები დაასახელა — Cnoba
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 21 მარტს ამერიკულ მხარესთან დაგეგმილ შეხვედრაზე განსახილველი მთავარი თემები დაასახელა. მისი თქმით, ძირითად საკითხებს შორისაა: 1. მომზადება მომავალი სამმხრივი მოლაპარაკებისთვის ომის შესაძლო დასრულების შესახებ, მათ შორის რუსეთის დელეგაციის მონაწილეობით, 2. უკრაინისთვის იარაღის შეძენა, 3. „დრონების შეთანხმება“, რაც გულისხმობს, აშშ-სთან შეთანხმების გაფორმებას, რომლის ფარგლებშიც კიევი შეძლებს, გაუზიაროს ვაშინგტონს ბრძოლაში გამოცდილი ტექნოლოგიები დრონებისგან თავის დასაცავად, სანაცვლოდ კი, უკრაინისთვის დეფიციტური დაცვის სისტემებს მიიღებს, მათ შორის, ბალისტიკურ რაკეტებს და უსაფრთხოების გარანტიებს. The post ზელენსკიმ ამერიკულ მხარესთან დაგეგმილ შეხვედრაზე განსახილველი მთავარი თემები დაასახელა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.