ალექსანდრე ლუკაშენკომ მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიუსამძიმრა — Cnoba

პარალელი სიახლე 20 Mar 2026, 14:53

სააგენტო "პარალელი" ალექსანდრე ლუკაშენკომ მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიუსამძიმრა პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მედიასთან ურთიერთობის განყოფილება მიხეილ ყაველაშვილისთვის ალექსანდრე ლუკაშენკოს მიერ გამოგზავნილ სამძიმრის წერილს ავრცელებს: “საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ მიუსამძიმრა. ბელარუსის პრეზიდენტი წერილში უწმინდესისა და უნეტარესი ილია II-ის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და აღნიშნავს, რომ მან ცხოვრება მაღალ იდეალებს მიუძღვნა, ემსახურებოდა არა მხოლოდ თავის ხალხს, […] ალექსანდრე ლუკაშენკომ მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიუსამძიმრა პარალელი

სააგენტო "პარალელი"
ალექსანდრე ლუკაშენკომ მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიუსამძიმრა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მედიასთან ურთიერთობის განყოფილება მიხეილ ყაველაშვილისთვის ალექსანდრე ლუკაშენკოს მიერ გამოგზავნილ სამძიმრის წერილს ავრცელებს:

“საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ მიუსამძიმრა.

ბელარუსის პრეზიდენტი წერილში უწმინდესისა და უნეტარესი ილია II-ის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და აღნიშნავს, რომ მან ცხოვრება მაღალ იდეალებს მიუძღვნა, ემსახურებოდა არა მხოლოდ თავის ხალხს, არამედ მთელ კაცობრიობას.

ღრმა მწუხარებით შევიტყვეთ გამოჩენილი ქართველი რელიგიური და საზოგადო მოღვაწის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალების შესახებ.

მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ ილია II-მ მთელი თავისი ცხოვრება მაღალ იდეალებს მიუძღვნა, ემსახურებოდა რა არა მხოლოდ თავის ხალხს, არამედ მთელ კაცობრიობას. მშვიდობის, უსაფრთხოების, მეგობრობისა და რელიგიათაშორისი ურთიერთგაგების განმტკიცებისკენ მიმართული ინიციატივებით, პატრიარქმა განსაკუთრებული ადგილი დაიმკვიდრა მილიონობით ადამიანის გულში, მიუხედავად მათი ეროვნებისა და რელიგიური კუთვნილებისა.

მისი უწმინდესობის ილია II-ის მრავალწლიანმა მსახურებამ გააძლიერა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და ხელი შეუწყო ასობით ეკლესიისა და მონასტრის აღდგენასა და გახსნას.

გულწრფელ სამძიმარს გიცხადებთ თქვენ, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და მთელ ქართველ ხალხს.

მარადიული ხსოვნა ამ გამორჩეულ სულიერ მოღვაწეს, რომელმაც ღრმა კვალი დატოვა თავისი ქვეყნისა და მართლმადიდებლური სამყაროს ისტორიაში“, – აღნიშნულია ბელარუსის პრეზიდენტის წერილში“.

ალექსანდრე ლუკაშენკომ მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიუსამძიმრა
პარალელი


რელევანტური