პატრიარქისთვის პატივის მისაგებად მოქალაქეები რეგიონებიდან ჩამოდიან — Cnoba

Alia სიახლე 21 Mar 2026, 08:23

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისთვის პატივის მისაგებად მოქალაქეები უწყვეტად მოემგზავრებიან რეგიონებიდანაც. აჭარა, გურია, სამეგრელო ქართლი, კახეთი – არ დარჩენილა ადგილი, საიდანაც არ გამოთქვეს სურვილი რომ უკანასკნელ გზაზე გააცილონ სულიერი მამა, რომელიც ნახევარი საუკუნე მართავდა ქართულ ეკლესიას. რამდენიმე საათის წინ ასეთი ავტოკოლონები დედაქალაქისკენ დაიძრა წალენჯიხიდანაც. მრევლის გარდა, დედაქალაქში მოდიან სასულიერო პირებიც. “უკანასკნელ გზაზე ვაცილებთ ჩვენს პატრიარქს, რომელმაც მთელი თავისი […] The post პატრიარქისთვის პატივის მისაგებად მოქალაქეები რეგიონებიდან ჩამოდიან appeared first on .

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისთვის პატივის მისაგებად მოქალაქეები უწყვეტად მოემგზავრებიან რეგიონებიდანაც. აჭარა, გურია, სამეგრელო ქართლი, კახეთი  – არ დარჩენილა ადგილი, საიდანაც არ გამოთქვეს სურვილი  რომ უკანასკნელ გზაზე გააცილონ სულიერი მამა, რომელიც ნახევარი საუკუნე მართავდა ქართულ ეკლესიას.

რამდენიმე საათის წინ ასეთი ავტოკოლონები დედაქალაქისკენ დაიძრა წალენჯიხიდანაც. მრევლის გარდა, დედაქალაქში მოდიან სასულიერო პირებიც.

“უკანასკნელ გზაზე ვაცილებთ ჩვენს პატრიარქს, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება, მთელი თავისი ღვაწლი პირველ რიგში უფლის დიდებას მიუძღვნა და ამასთან ერთად სამშობლოს და ერის სიყვარულს, ხალხის ერთიანობას მიუღძვნა. გვინდა, რომ ამქვეყნიური ბოლო პატივი მივაგოთ მას”, – ამბობს სასულიერო პირი. 

მოქალაქეები მოდიაან აჭარიდანაც – ხულოდან, ქედადან და მთიანი აჭარიდან უამრავი ადამიანი მოემართება ამ წუთებში თბილისში.

The post პატრიარქისთვის პატივის მისაგებად მოქალაქეები რეგიონებიდან ჩამოდიან appeared first on .


რელევანტური