“12:00 საათზე დაიწყება წესის აგება, რომელსაც უხელმძღვანელებს მსოფლიო პატრიარქი. წირვაში მონაწილეობას მიიღებენ მარტო სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო და სინოდის წევრები,” – ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტმა, ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
“ხალხი ალბათ ისევ გააგრძელებს მოსვლას და საათები მოუწევთ ადამიანებს დგომა რიგში, რათა სიონში შევიდნენ და მის საფლავს ემთხვიონ,” – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ისთვის პატივის მისაგებად სამების საპატრიარქო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი გრძელდება. ტაძარში მგლოვიარე მრევლის ნაკადი არ წყდება.
ილია II-ისთვის პატივის მისაგებად სამების საპატრიარქო ტაძარი ღიაა 24 საათის განმავლობაში.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, საქართველოში გლოვა გამოცხადდა. პატრიარქს კვირას, 22 მარტს, სიონის ტაძარში დაკრძალავენ.
The post “12:00 საათზე დაიწყება წესის აგება, რომელსაც უხელმძღვანელებს მსოფლიო პატრიარქი” – მეუფე ნიკოლოზი appeared first on .