აშშ-ს უფლება მისცეს ირანში დარტყმებისთვის ახლო აღმოსავლეთში მდებარე ბრიტანული სამხედრო ბაზები გამოიყენოს
დიდმა ბრიტანეთმა აშშ-ს უფლება მისცა, რომ ირანში დარტყმებისთვის ახლო აღმოსავლეთში მდებარე ბრიტანული სამხედრო ბაზები გამოიყენოს. ამის შესახებ განცხადებას დიდი ბრიტანეთის მთავრობა ავრცელებს. დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, აშშ ახლო აღმოსავლეთში მდებარე ბრიტანული სამხედრო ბაზებიდან ირანის იმ სარაკეტო ობიექტებზე დარტყმას შეძლებს, საიდანაც თეირანი ჰორმუზის სრუტეში გემებს თავს ესხმის. „მინისტრებმა დაადასტურეს, რომ რეგიონის კოლექტიური თავდაცვის მიზნით, აშშ-ის მიერ დიდი ბრიტანეთის ბაზების გამოყენების შესახებ შეთანხმება აშშ-ის თავდაცვით ოპერაციებს მოიცავს, რაც ჰორმუზის სრუტეში გემებზე თავდასხმებისთვის გამოყენებული სარაკეტო ბაზების განადგურებას გულისხმობს“, – ნათქვამია განცხადებაში. The post აშშ-ს უფლება მისცეს ირანში დარტყმებისთვის ახლო აღმოსავლეთში მდებარე ბრიტანული სამხედრო ბაზები გამოიყენოს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →