
„პატრიარქის გაცილება იყო იშვიათი შანსი ივანიშვილისთვის ერთხელ მაინც გადაედგა სახელმწიფოებრივი ნაბიჯი და არ შეეშალა ხელი ჩემთვის პატრიარქთან გამომშვიდობებაში რაც მოვითხოვე, როგორც პატრიარქის სულიერმა შვილმა და ასევე პატრიარქის მონათლული ნიკუშას მამამ.
ჩემი მიყვანა მათი მხრიდან იქნებოდა ერთიანობისკენ მიმართული სწორი საქციელი, მაგრამ სახელმწიფოებრივ ნაბიჯებს დგამენ სახელმწიფო მოღვაწეები, ხოლო ივანიშვილი მოიქცა როგორც ივანიშვილი, ე.ი. როგორც სახელმწიფოებრიობის მტერი.
საერთოდ, სიმართლე ითქვას, ვისაც როგორც უნდა ეწყინოს, ივანიშვილს ყველაზე მეტად ყოველთვის აღიზიანებდა პატრიარქი, რომელსაც შენობით მიმართავდა, ხელზე არასდროს მთხვევია და ყველანაირად უთხრიდა ძირს. პატრიარქს აუგორეს ციანიდის სკანდალი, კრებსების სკანდალი და ბოლოს მოუწყეს სრული იზოლაცია და ვისაც უნდა დაეცვა, იმან არ დაიცვა“ — წერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში