სამების ტაძარში მოქალაქეების შეშვება დაიწყო — Cnoba
სამების საპატრიარქო ტაძარში, სადაც უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორეა დასვენებული და წირვა მიმდინარეობს, მოქალაქეები ეტაპობრივად შედიან. აქამდე ისინი სამების ეზოში იმყოფებოდნენ და ტაძარში მიმდინარე წირვას ეზოში დამონტაჟებული ეკრანებიდან ადევნებდნენ თვალს. ცოტა ხნის წინ სამების საპატრიარქო ტაძრის ცენტრალური შესასვლელი გაიღო და მოქალაქეების ტაძარში შესვლა დაიწყო. მრევლის იმ ნაწილს, რომელიც ტაძარში შესვლას ვერ მოახერხებს, პატრიარქთან დამშვიდობება, ილია მეორის გამოსვენებისას, 15:00 საათიდან, ყოვლადწმინდა სამების ტაძრიდან სიონის ტაძრამდე სამგლოვიარო მსვლელობისას შეეძლებოდა. სამების საკათედრო ტაძარში შეზღუდული რაოდენობით დაიშვებოდნენ სასულიერო პირებიც. ამ წუთებში სამების ტაძარში წირვა მიმდინარეობს. პატრიარქი, რომელსაც ტოლს ვერავინ დაუდებს, ვერც ვერავინ შეცვლის The post სამების ტაძარში მოქალაქეების შეშვება დაიწყო appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.