სამების ტაძარში, სხვადასხვა ქვეყნის საელჩოების წარმომადგენლები და ელჩები მივიდნენ — Cnoba

მედიაცენტრი სიახლე 22 Mar 2026, 07:54

სამების საპატრიარქო ტაძარში, სხვადასხვა ქვეყნის საელჩოების წარმომადგენლები, მათ შორის საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი, გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი და გაერთიანებული სამეფოს ელჩი გარეტ უორდი მივიდნენ. ტაძარში იმყოფებიან სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციები. ასევე სასულიეო პირები მსოფლიოს სხვადასხვა ტაძრებიდან. ტაძრაში ელოდებიან მსოფლიო პატრიარქს. ის თბილისში იმყოფება. ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში წირვა მიმდინარეობს, რომელსაც სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად აღასრულებს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. პატრიარქს დღეს, 22 მარტს, სიონის ტაძარში დაკრძალავენ. The post სამების ტაძარში, სხვადასხვა ქვეყნის საელჩოების წარმომადგენლები და ელჩები მივიდნენ appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

სრული ტექსტი არქივში არაა ხელმისაწვდომი (ან წყარო არ არის ავტორიზებული). გამოიყენე ღილაკი „იხილე პირველწყარო“.

რელევანტური