მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი სამების საკათედრო ტაძარში მივიდა — Cnoba

GuriaNews სიახლე 22 Mar 2026, 08:30

1tv.ge-ს ინფორმაციით, კონსტანტინოპოლის – ახალი რომის მთავარეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი, ყოვლადუწმინდესი ბართლომეოს პირველი სამების საკათედრო ტაძარში მივიდა. ბართლომეოს პირველი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრესთან, მიტროპოლიტ შიოსა და საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად ილია მეორის წესის აგების მსახურებას შეასრულებს. ცერემონიას დაესწრება სხვადასხვა დელეგაცია, დაგეგმილია სიტყვით გამოსვლებიც. მსოფლიო პატრიარქი სამების ტაძარში მთავრობის წევრებს მიესალმა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვაზე […] The post მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი სამების საკათედრო ტაძარში მივიდა appeared first on გურია ნიუსი.

1tv.ge-ს ინფორმაციით, კონსტანტინოპოლის – ახალი რომის მთავარეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი, ყოვლადუწმინდესი ბართლომეოს პირველი სამების საკათედრო ტაძარში მივიდა.

ბართლომეოს პირველი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრესთან, მიტროპოლიტ შიოსა და საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრებთან ერთად ილია მეორის წესის აგების მსახურებას შეასრულებს.

ცერემონიას დაესწრება სხვადასხვა დელეგაცია, დაგეგმილია სიტყვით გამოსვლებიც.

მსოფლიო პატრიარქი სამების ტაძარში მთავრობის წევრებს მიესალმა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვაზე დასასწრებად, მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი თბილისში დღეს ჩამოვიდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მსოფლიო პატრიარქს მეუფე გერასიმე, მეუფე მელქისედეკი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი დახვდნენ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს დღეს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.

კათოლიკოს-პატრიარქის სიონის ტაძარში დასვენებიდან დაკრძალვამდე საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში სამგლოვიარო ზარები დაირეკება.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

The post მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი სამების საკათედრო ტაძარში მივიდა appeared first on გურია ნიუსი.


რელევანტური