რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციამ მოსაყდრე შიოს ვლადიმერ პუტინის სამძიმარი გადასცა — Cnoba

GuriaNews სიახლე 22 Mar 2026, 12:42

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციამ ვლადიმერ პუტინის სამძიმრისა და მხარდაჭერის სიტყვები გადასცა. ამ ინფორმაციას შვეიცარიის საელჩოს რუსული ინტერესების სექცია ავრცელებს. “რუსეთში ღრმა მწუხარებით მიიღეს ცნობა უწმინდესი პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების შესახებ, რომელიც იყო ქართველი ხალხის ჭეშმარიტი სულიერი ლიდერი და წარმოადგენდა ეკლესიისა და ხალხის თავდადებული მსახურების მაგალითს. პატრიარქი ილია […] The post რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციამ მოსაყდრე შიოს ვლადიმერ პუტინის სამძიმარი გადასცა appeared first on გურია ნიუსი.

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციამ ვლადიმერ პუტინის სამძიმრისა და მხარდაჭერის სიტყვები გადასცა.

ამ ინფორმაციას შვეიცარიის საელჩოს რუსული ინტერესების სექცია ავრცელებს.

“რუსეთში ღრმა მწუხარებით მიიღეს ცნობა უწმინდესი პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების შესახებ, რომელიც იყო ქართველი ხალხის ჭეშმარიტი სულიერი ლიდერი და წარმოადგენდა ეკლესიისა და ხალხის თავდადებული მსახურების მაგალითს. პატრიარქი ილია II მთელი ძალისხმევით მიისწრაფოდა მართლმადიდებლური ერთიანობის შენარჩუნებისა და იმ ტრადიციული ღირებულებების დაცვისკენ, რომლებიც ქართული იდენტობის საფუძველს წარმოადგენს. მრავალწლიანმა მოღვაწეობამ მის უწმინდესობას უდიდესი ავტორიტეტი და დამსახურებული პატივისცემა მოუპოვა მთელ ქრისტიანულ სამყაროში”. – ვკითხულობთ  “პუბლიკას” ინფორმაციით, სექციის განცხადებაში.

The post რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციამ მოსაყდრე შიოს ვლადიმერ პუტინის სამძიმარი გადასცა appeared first on გურია ნიუსი.


რელევანტური