მელიას საქმე, არსებითად განსახილველად, სასამართლოს გადაეცა — Cnoba

მედიაცენტრი სიახლე 23 Mar 2026, 10:09

“კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე, არსებითად განსახილველად, სასამართლოს გადაეცა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. პროცესს არ ესწრებოდა ნიკა მელია. მელიას სასამართლოს უპატივცემლობას, კერძოდ კი, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლისთვის, თორნიკე ქოჩქიანისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას ედავებიან. ნიკა მელიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა მოსამართლის შეურაცხყოფით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. The post მელიას საქმე, არსებითად განსახილველად, სასამართლოს გადაეცა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

სრული ტექსტი არქივში არაა ხელმისაწვდომი (ან წყარო არ არის ავტორიზებული). გამოიყენე ღილაკი „იხილე პირველწყარო“.

რელევანტური