ელენე ხოშტარიას 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა — Cnoba

მედიაცენტრი სიახლე 24 Mar 2026, 08:15

სასამართლოს გადაწყვეტილებით, “დროას” ლიდერს, ელენე ხოშტარიას 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ გამოაცხადა. ცნობისთვის, სამართალდამცველებმა ელენე ხოშტარია, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ფაქტზე, გასული წლის 15 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. აღნიშნულ საქმეზე ხოშტარიას, აღკვეთის ღონისძიების სახით, 5 000 ლარის ოდენობით საპატიმრო გირაო ჰქონდა შეფარდებული, რომლის გადახდაზეც მან უარი განაცხადა, რის შემდეგაც პოლიტიკოსი დააკავეს. The post ელენე ხოშტარიას 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

სრული ტექსტი არქივში არაა ხელმისაწვდომი (ან წყარო არ არის ავტორიზებული). გამოიყენე ღილაკი „იხილე პირველწყარო“.

რელევანტური