ჯანგველაძის საქმეზე სასამართლოში მორიგი პროცესი იწყება — Cnoba
ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმე დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გრძელდება. სასამართლოში დღეს სანდრო წივწივაძეს დაკითხავენ. ჯერჯერობით უცნობია, აპირებს თუა არა სანდრო წივწივაძე დღეს სასამართლოში გამოცხადებას. დაცვის მხარის მოწმეთა სიაში ასევე ფიგურირებს გიორგი მიქაძის დაცვის წევრი, რომლის დაკითხვაც სასამართლო პროცესის ფარგლებში იგეგმება. დაცვის მხარის მტკიცებით, დღევანდელმა მოწმემ უნდა დაადასტუროს, რომ სასტუმრო, რომელშიც, გამოძიების ვერსიით, ლევან ჯანგველაძის მკვლელობა იგეგმებოდა, გიორგი მიქაძესთან შემხებლობაში არასდროს ყოფილა. განსხვავებული პოზიცია აქვს ბრალდების მხარეს — პროკურორის განცხადებით, დაცვის მოწმის ჩვენება სანდოობასთან დაკავშირებით სერიოზულ კითხვებს აჩენს. ყველაზე მკაცრი რეჟიმის ციხიდან გიორგი მიქაძე უკვე ეტაპირებულია, ის დღევანდელ სასამართლო პროცესს დაესწრება.… The post ჯანგველაძის საქმეზე სასამართლოში მორიგი პროცესი იწყება appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.