მარნეულის მერი დაურ ისმაილოვი მუსლიმ თემს რამაზანის დასრულებასა და ნოვრუზ ბაირამს ულოცავს — Cnoba

რეგიონალური სიახლეები სიახლე 24 Mar 2026, 10:28

„ჩემო ძვირფასო მარნეულელებო,მოგიანებით გილოცავთ წმინდა რამაზანის თვის დასრულებას. ამ დღეებში მუსლიმმა თემმა კიდევ ერთხელ დაანახა ერთობისა და მეგობრობის მნიშვნელობა. წლევანდელი დღესასწაულები დაემთხვა ქვეყნისთვის მძიმე დღეებს – ქართველ დებთან და ძმებთან ერთად ვიგლოვეთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. როგორც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირი და რიგითი მარნეულელი, მადლობას გიხდით გაგებისა და თანადგომისთვის, რაც ამ პერიოდში გამოავლინეთ. ასეთი დამოკიდებულება კიდევ ერთხელ...

„ჩემო ძვირფასო მარნეულელებო,
მოგიანებით გილოცავთ წმინდა რამაზანის თვის დასრულებას. ამ დღეებში მუსლიმმა თემმა კიდევ ერთხელ დაანახა ერთობისა და მეგობრობის მნიშვნელობა.

წლევანდელი დღესასწაულები დაემთხვა ქვეყნისთვის მძიმე დღეებს – ქართველ დებთან და ძმებთან ერთად ვიგლოვეთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.

როგორც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირი და რიგითი მარნეულელი, მადლობას გიხდით გაგებისა და თანადგომისთვის, რაც ამ პერიოდში გამოავლინეთ. ასეთი დამოკიდებულება კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ჩვენს საზოგადოებაში ურთიერთპატივისცემა, მშვიდობიანი თანაცხოვრება და ერთიანობა მყარ საფუძველს წარმოადგენს.

გილოცავთ ნოვრუზ ბაირამსაც, გაზაფხულის დღესასწაულს. მინდა თითოეულ თქვენგანს ვუსურვო მშვიდობა, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა.“- დაურ ისმაილოვი.


რელევანტური