„ჩემო მეგობრებო, ჩვენო ძვირფასო მუსლიმო თანამოქალაქეებო,
გულწრფელად მოგილოცავთ გასული რამადან ბაირამს და ნოვრუზ ბაირამს.
წელს განსაკუთრებული სოლიდარობა და პატივისცემა გამოიჩინეთ პატრიარქის გარდაცვალების გამო და თავი შეიკავეთ საზეიმო ღონისძიებებისგან. ეს ჟესტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტი არის ადგილი, სადაც ურთიერთპატივისცემა და ძმობა ყველაზე მაღალი ღირებულებაა.
გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს მშვიდობას, ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას.“- დავით კარგარეთელი.