სიახლე

ავტომობილებზე აქციზის ტარიფის ზრდა გააპროტესტეს

მედიაცენტრი

ავტოიმპორტიორებმა და ავტომფლობელებმა ავტომობილებზე აქციზის ტარიფის ზრდასთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია გამართეს. სექტორის წარმომადგენლები ტარიფების 4.5 ლარამდე გაზრდის გადაწყვეტილების გადახედვას მოითხოვენ. აქციის მონაწილეების განცხადებით, განბაჟების ასე გაძვირება პრაქტიკულად, ამ კატეგორიის ავტომობილების ქვეყანაში შემოყვანის აკრძალვას უტოლდება და ცვლილებების ძალაში შესვლა, სექტორს მნიშვნელოვან დარტყმას მიაყენებს. „მიუხედავად იმისა, რომ ასაკობრივი შეზღუდვა მოიხსნა, შემოღებულია ისეთი მაღალი საბაჟო აქციზი, რომელიც პრაქტიკულად, იგივე შედეგს იძლევა – ეს არის ფაქტობრივი აკრძალვა. ჩვენ მოვითხოვთ იმ ტარიფების შეცვლას, რომელზეც ამჟამად განხილვა მიმდინარეობს“, – აცხადებენ აქციის მონაწილეები. მათივე ინფორმაციით, სექტორში დაახლოებით 300 000 ადამიანია დასაქმებული, არა მხოლოდ ავტოიმპორტიორები, არამედ ტექნიკური მომსახურების… The post ავტომობილებზე აქციზის ტარიფის ზრდა გააპროტესტეს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი