სინოდის წევრებმა სიონში ილია მეორეს საფლავთან პანაშვიდი აღავლინეს — Cnoba

ტვ ოდიში სიახლე 24 Mar 2026, 14:30

სინოდის წევრებმა სიონში ილია მეორეს საფლავთან პანაშვიდი აღავლინეს. მაღალი იერარქებიდან საპატრიარქო ტაძარში იმყოფებიან მიტროპოლიტი თეოდორე, მიტორპოლიტი გრიგოლი, მეუფე საბა და პროტო-პრესვიტერი მამა გიორგი ზვიადაძე. ხვალ ილია მეორეს გარდაცვალების მეცხრე დღე და ავტოკეფალიის აღდგენის 109-ე წლისთავია. ორ საათზე მაღალი იერარქები ისევ სიონში აღავლენენ ლოცვას. რა სათქმელი ექნება მოსაყდრე შიოს მრევლისთვის – ახლა მართლმადიდებლები ამის მოლოდინში არიან. […] The post სინოდის წევრებმა სიონში ილია მეორეს საფლავთან პანაშვიდი აღავლინეს appeared first on ODISHINEWS.

სინოდის წევრებმა სიონში ილია მეორეს საფლავთან პანაშვიდი აღავლინეს. მაღალი იერარქებიდან საპატრიარქო ტაძარში იმყოფებიან მიტროპოლიტი თეოდორე, მიტორპოლიტი გრიგოლი, მეუფე საბა და პროტო-პრესვიტერი მამა გიორგი ზვიადაძე.

ხვალ ილია მეორეს გარდაცვალების მეცხრე დღე და ავტოკეფალიის აღდგენის 109-ე წლისთავია. ორ საათზე მაღალი იერარქები ისევ სიონში აღავლენენ ლოცვას.

რა სათქმელი ექნება მოსაყდრე შიოს მრევლისთვის – ახლა მართლმადიდებლები ამის მოლოდინში არიან.

25 მარტს არის მე-9 დღე, უწმინდესის და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის გარდაცვალებიდან, ასევე საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღე. ამასთან დაკავშირებით საქართველოს პატრიარქის ტახტის მოსაყდრე შიო პარაკლისს გადაიხდის და მსახურება დაიწყება 20:00 საათზე, – თქვა სასულიერო პირმა.

სიონის ტაძარში, პატრიარქის საფლავზე ხალხმრავლობაა. საფლავზე მივიდნენ და პატივი მიაგეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმაც.

მრევლს პატრიარქის საფლავზე პატივის მისაგებად დილიდან საღამოს 22:00 საათამდე შეუძლიათ.

The post სინოდის წევრებმა სიონში ილია მეორეს საფლავთან პანაშვიდი აღავლინეს appeared first on ODISHINEWS.


რელევანტური